მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ან თქვენით განიარაღდებით, ან ჩვენ განგაიარაღებთ” - ტრამპი ჰამასს

ჩიკაგო

ამერიკის პრეზიდენტი ჰამასს ემუქრება. მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაცია იარაღს საკუთარი ნებით არ დაყრის და განიარაღების პროცესს არ დაიწყებს, პროცესში ძალის გამოყენება გახდება საჭირო.

“თუ ჰამასი თავისი ნებით არ განიარაღდება, მას ჩვენ განვაიარაღებთ, თანაც ჩქარა და თუ საჭირო იქნება, ძალის გამოყენებითაც” - განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის შეთანხმებისადმი მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ შტატები დაწყებული პროცესის ბოლომდე მისაყვანად ყველა ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა, მათ შორის პირდაპირი ჩართულობისთვის, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.

ცნობისთვის, ცოცხალი ისრაელელი ტყვეების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის პროცესის დასრულების შემდეგ ორ მხარეს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 6 პალესტინელი პირი მოკლეს. ცახალის განმარტებით, ისინი ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ. პროცესები კიდევ უფრო გამწვავდა გუშინ გვიან, როცა დადგინდა, რომ ჰამასის მიერ ისრაელისთვის გადაცემული 4 გარდაცვლილიდან 1-ის ცხედარი მძევალს არ ეკუთვნოდა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის პროცესი შეაჩერა და განაცხადა, რომ რაფას გამშვებ პუნქტს გარდაცვლილი ტყვეები ცხედრების დაბრუნებამდე არ გახსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები