დღეს საქმე არის ასე: ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან „ფოჩიანი კანფეტები“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ექნება თუ არა ვეტოს დაძლევას მისი მხარდაჭერა.
„ვეტოს დაძლევას ჩემი მხარდაჭერა ექნება, რა თქმა უნდა. [ბიძინა ივანიშვილთან] შეხვედრაზე არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, რა პრობლემებიც არ უნდა შემექმნას, დღეს საქმე არის ასე: ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან „ფოჩიანი კანფეტები“. რუსეთი რატომ გვართმევს [სუვერენიტეტს]? გვართმევს დასავლეთი, რომელიც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა კი ხედავთ. ბიზნესმენი იქნება თუ დეპუტატი, მის საქმიანობაზე როგორც აისახება, ეს არის მეორეხარისხოვანი. ქვეყანაზე აისახება დადებითად. რა ვექტორის ცვლილებაზე საუბრობთ?“, - თქვა ბეჟან წაქაძემ.