სულ ცოტა ხნის წინ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანნა აბესაძე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა, სხვათა შორის წელს უკვე მესამედ და ამჯერად ის GISR საერთაშორისო ფონდმა "წლის ცვლილების აგენტ ქალად დაასახელა. გარდა ამისა ანა ნომინირებულია იორკის ჰერცოგინია, სარას ლიდერი ქალების ჯილდოზე. ნოემბერში კი, დუბაიში, განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 13 ფინალისტს შორის მოხვდა 60 ქვეყნის 900 პროფესიონალიდან. აღსანიშნავია, რომ ანა, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის გარდა ასევე არის ლექტორი და ასევე მმართველობის გლობალური კოორდინატორი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision-ში.
სტუმარი: ანა აბესაძე - "გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად