ანა აბესაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და მოწვეული ლექტორია, რომელიც ამავე დროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision International-ში მმართველობის გლობალური კოორდინატორიც არის. ანას ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში როგორც სწავლის, ასევე მუშაობის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილებაც აქვს დაგროვილი, სულ ცოტა ხნის წინ კი ის ინგლისში, ლიდერ ქალთა გლობალურ სამიტზე იყო მიწვეული, სადაც ნომინირებული იყო იორკის ჰერცოგინიის ლიდერობის ჯილდოზე. მსოფლიოს მასშტაბით, ანა 9 ფინალისტს შორის დასახელდა და სწორედ აქ მიიღო შეთავაზება, რომ ნიუ-იორკში გამოცემული წიგნის „Women Living Fearlessly“-ის ერთ-ერთი თანაავტორი გამხდარიყო.
სტუმარი: ანა აბესაძე - Women Living Fearlessly-ის თანაავტორი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად