მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა რობაქიძე სტარტაპით – Theneo, Web Summit-ის კონკურსის ფინალში გადავიდა

6364be1a23d2b
BM.GE
04.11.22 11:40
995
ანა რობაქიძე და მისი ქართულ-ამერიკული სტარტაპი – Theneo, Web Summit-ის კონკურსის, PITCH-ის ფინალში გავიდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც პორტუგალიაში, ლისაბონში იმართება, გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან.

Theneo მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, ასევე დეველოპერებს API დოკუმენტაციის სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნას სთავაზობს. ის, ცოტა ხნის წინ, სტარტაპების თემატიკის მსოფლიოს წამყვანი გამოცემის, ამერიკული TechCrunch-ის რჩეულებს შორის მოხვდა.

გარდა ამისა, Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის რჩეული გახდა.

ცნობისთვის, Theneo-ს ამ დრომდე $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული.

წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები