სამშენებლო კომპანია - ანაგს, არქიტექტურულ კომპანია - არტსტუდიო პროექტსა და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია - სიემსის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიებმა დააანონსეს სამომავლო პროექტი, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.
სტუმრები: თორნიკე კუჭავა - "ანაგის" საინვესტიციო დირექტორი;
ნინო მესაბლიშვილი - CMC, ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი;
გიორგი სულაბერიძე - ARTSTUDIO-ს დამფუძნებელი;