ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტო "აქცენტის" კითხვას უპასუხა პროექტში ჩინური ინვესტიციების განხორციელების შესახებ, რის შესახებაც სახდეპი განმარტავს, რომ მსგავს პროექტებში საჭიროა კარგად შეფასდეს თუ რა გავლენა ექნება ჩინურ ინვესტიციებს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე.
შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საფუძვლიანი სათანადო გამოკვლევა, გააზრებული იყოს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და სასარგებლო საქართველოსთვის?
სტუმარი: შოთა ღვინერია - EPRC-ის მკვლევარი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად