„აზიის განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში დახმარებას, ასევე ჩვენ დაყენებული გვაქვს შესაბამისი უნარ-ჩვევიანი მუშახელის საკითხიც”, – „ანაკლია სითის“ გენერალური დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კვალიფიციური მუშახელის პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ამ კუთხით დახმარებასაც მოიზრებს.
ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყველა დონეზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდება და იფუნქციონირებს.
„საქართველოში გვაქვს უმუშევრობის მაღალი დონე, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის პრობლემა დღესდღეობით არსებობს. აზიის განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალმხრივი და ის ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული პორექტების განვითარებაში დახმარებას, ასევე ჩვენ დაყენებული გვაქვს უნარ-ჩვევიანი მუშახელის საკითხიც. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გადამზადებაა იმ საწარმეობისთვის, რომელიც იქ გაჩნდება. უკვე ჩართულები ვართ ამ მიმართულებით და დაგვიდასტურეს რომ მიზანმიმართულად მოახდენს გაადამზადებას ანაკლიის ეკონომიკური ზონისთვის.
დიდი მოთხოვნა გაჩნდება სასაწყობო მეურნეობებზე, მომსახურეობაზე, სერვისებზე, ვაჭრობაზე, სასტუმროზე და ა.შ. ეს პროექტი ყველა დონეზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. დონორებს აქვთ დიდი გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ პორტის აშენება, არამედ შედეგი იქნება მისი გამართული მუშაობა “ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ქეთი ბოჭორიშვილმა.

























