"ანაკლიაში მოქმედი კანონმდებლობა ლონდონის ან პარიზის არბიტრაჟის ტოლფასი იქნება", - ამის შესახებ ჟურნალ ანაკლიასთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით შესაძლებელი იქნება რომ ანაკლიის ქალაქში მსოფლიოში წამყვანი კომპანიები მოიზიდონ.
"ავიღებთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომერციული კანონმდებლობის და საერთაშორისო არბიტრაჟის მაგალითებს, რათა ჩვენ გავხდეთარა მარტო ფინანსური ცენტრი, არამედ ადგილი, სადაც კომერციულ დავებში სამართლის პოვნა გარანტირებული იქნება. ამით კიდევ ერთხელ ვიქნებით, კარგი გაგებით, „ამოვარდნილი“ ჩვენი სამეზობლოდან – რეგიონში ამის პრაქტიკა არ არსებობს. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი კუნძული, სადაც მთელი მსოფლიოსთვის გასაგები იქნება, რომ ანაკლიაში მოქმედი კანონმდებლობის ქვეშ თუ დაიდო ხელშეკრულება, ეს ლონდონის ან პარიზის არბიტრაჟის ტოლფასი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, ძალიან დიდ საერთაშორისო ბიზნესებს ველაპარაკოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.