საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების გამო წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების ნიადაგიდან ამოღების ნებართვა გასცა. საპროექტო კორიდორის ფარგლებში მოქცეულ ორ ინდივიდ „კეთილშობილ დაფნას“ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ბუნებრივი გარემოდან ამოიღებს, რის შესახებაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობებს.
„მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სისტემაში შემავალი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტი“ - ნათვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.