მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

5d6d3b3445ca2
ლიკა გურაბანიძე
03.09.19 18:33
1987
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ფინანსურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც BM.GE-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, დამატებით ფინანსურ ინვესტორებად ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორები განიხილებიან, თუმცა ის ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

„ის, რაც ჩვენ მიმართ ბოლო ერთი წელია ხდება ეს ინვესტორების წახალისებას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებების აქტიურ ეტაპზე ვართ ინვესტორებთან, რომელთა გამჟღავნება მოხდება იმ დროს, როდესაც შესაბამისი დოკუმენტი გაფორმდება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი აქციონერი ამერიკული „კონტი ჯგუფი" მიმდინარე წლის აგვისტოში პროექტიდან გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები