მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის დიზაინზე მუშაობას ასრულებს

587724e69dcf3
BM.GE
12.01.17 10:39
1707
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის დიზაინზე მუშაობას ასრულებს. როგორც კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აღნიშნა, პორტის დიზაინზე მუშაობა 2 თვის ვადაში დასრულდება. უშუალოდ პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება ზაფხული-შემოდგომის პერიოდიდან დაიწყება.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვის პროცესს, ლევან ახვლედიანის განცხადებით, პროცესს ეკონომიკის სამინისტრო მაისში დაასრულებს და ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმერთება. კონსორციუმი ფინანსირების მოძიების პროცესის დასრულებას ზაფხულში ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები