მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის პორტის პროექტზე წლის ბოლომდე 20-25 მილიონ დოლარს დახარჯავს

578e02129b62f
ელენე გოგბერაშვილი
19.07.16 14:30
2351
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის პორტის პროექტზე წლის ბოლომდე 20-25 მილიონ დოლარს დახარჯავს

"თი ბი სი ჯგუფის" პრეზიდენტის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უახლოეს ორ თვეში დაიხურება 2 დიდი ტენდერი, რომელიც პორტის საერთაშორისო ოპერატორს და ძირითად მშენებელს გამოავლენს. ხაზარაძის თქმით, ტენდერში მონაწილეობას მსოფლიოში წამყვანი 2 ევროპული და ერთი აზიური კომპანია იღებს.

"წლის ბოლომდე პორტის სამშენებლოდ მოსამზადებელ სამუშაოებზე 20-25 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ეს არის გეოლოგია, გარემოზე ზემოქმედება, ტალღების სიჩქარეები და ბევრი სხვა სპეციფიკური მიმართულება. ყველაზე დიდი თემა არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღება, რაშიც მონაწილეობას მსოფლიოში წამყვანი კომპანიები იღებენ’’-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, ეს პროცესი 6-9 თვეში დასრულდება და ამის შემდეგ კონსორციუმი მზად იქნება პორტის მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება, სადაც გაჩერებას 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები