ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტის დიზაინთან დაკავშირებით მთავრობისგან ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს ელოდება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
"ეს ძალიან ვრცელი და კომპლექსური დოკუმენტია. ეს არის პირველი ფაზის საწყისი დიზაინი. მთელი ნახაზების 70%-ს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მთავრობას შენიშვნები ალბათ ექნებათ.
ველოდებით ძირითადად ტექნიკურ შენიშვნებს. აქამდეც ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ყოფილა მათი მხრიდან",- აცხადებს ლევან ახვლედიანი.
მისივე თქმით, შენიშვნები მთავრობის მხრიდან აქამდეც ყოფილა და მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად კონსესამდე მისულან.

























