მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ანაკლიის პორტში ინვესტირების ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან დიდია. როგორც მან "რუსთავი2-ზე“ განაცხადა, „ლენდლორდის“ მოდელის დამსახურებით, პორტში ყველა ინვესტორის ინტერესი თანაბრად იქნება წარმოდგენილი, რაც სწორი მიმართულებაა.

"ამბიცია გვაქვს გავაორმაგოთ ტვირთ-გამტარუნარიანობა, რომელიც ქვეყანას აქვს, რაც გამოიწვევს მეტი ტვირთის შემოსვლას და მეტი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენას ქვეყანაში, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ და ეს პროექტი მიმდინარეა - განაცხადა მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში

ჩვენ „ლენდლორდის“ მოდელზე გადავედით, რაც გულისხმობს რომ სახელმწიფო ხდება საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავინახეთ, რამდენად დიდია ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან და ასევე რეგიონის მიღმაც. „ლენდლორდის“ მოდელით მივდივართ რადგან რეგიონში ინტერესი მაღალია ამ პორტში ინვესტირების. თანაბრად იქნება წარმოდგენილი ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან ანაკლიის პორტში.

როდესაც ჩვენ გვეყოლებიან ინვესტორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ეს იქნება ბალანსი, რომელიც გვექნება ანაკლიის პორტის სახით", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები