მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის კონსორციუმი" მიმდინარე კვირაში გენერალურ კონტრაქტორს დაასახელებს

5cc9ba971d04b
სალომე მეცხვარიშვილი
01.05.19 20:00
1255
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მიმდინარე კვირაში გენერალურ კონტრაქტორს დაასახელებს", - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იყო საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებზე, რომლის საერთო ღირებულება 230 მილიონი აშშ დოლარია.

"ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესია გენერალურ კონტრაქტორთან დაკავშირებით, არის 230-მილიონ დოლარიან ხელშეკრულებაზე საუბარი, რაც ძალიან კომპლექსურია, მათ შორის, საუბარია სამშენებლო რისკების გადანაწილებაზე. ამ კვირაში დავასახელებთ გენერალურ კონტრაქტორს, ვინაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს იქნება "მოწინავე კანდიდატი", რადგან მოლაპარაკება საბოლოოდ დასრულებული არ არის, დეტალებია დასაზუსტებელი, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები