მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაკარგული ნდობა აღადგინოს

5cefb1cb52ef0
ელენე გოგბერაშვილი
30.05.19 14:33
981
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხდებით, ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო, შეშფოთებული არიან როგორც კონსორციუმის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები, ისე - ანაკლიის პორტის ოპერატორი.

ახვლედიანის თქმით, ის, რომ 21 მაისს მთავრობას, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მათთვის, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნდობის საკითხს როგორც - მთავრობის, ისე პროცესების მიმართ.

„გაჩნდა ეჭვი, რითი ვართ გარანტირებული, რომ არ მოხდება ამგვარი რაღაცეები მომავალში. ჩვენ გვირეკავდნენ ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპრეატორი. ისინი გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, შოკირებული იყვნენ, რაც ხდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს, როცა შედგა შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, ამაზე არაფერი თქმულა. ეს აყენებს ნდობის მომენტს და აზიანებს ნდობას ინვესტორების მიერ როგორც - მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და პროცესები დაუბრუნდეს ისევ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.

თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები