"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულეებლმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მამუკა ხაზარაძის მიერ კონსორციუმში დაკავებული პოსტის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ლევან ახვლედიანი BMG-ის კითხვას პასუხობს, რომ კონსორციუმი საზოგადოებას მისი სამომავლო გეგმების შესახებ უახლოეს დღეებში გააცნობს ინფორმაციას.
ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ვერბალურად კვლავ აცხადებს პორტის მიმართ მხარდაჭერას, თუმცა მათი ქმედებები დიამეტრალურად განსხვავებულია და ისინი პროექტის წინააღმდეგ არის მიმართული.

"მთავრობა აცხადებს ერთს და აკეთებს მეორეს.... [მამუკა ხაზარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ] უნდა დაველოდოთ კონსორციუმის გეგმების შეჯერებას, განხილვები კიდევ მიმდინარეობს. ბატონმა მამუკამ და ბადრიმ გააჟღერეს ეს პირველადი გეგმები სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომასთან დაკავშირებით, დანარჩენ დეტალებზე უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ განცხადებას გავაკეთებთ", - ამბობს ახვლედიანი.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონსორციუმში დაკავებული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პორტის პროექტის გადარჩენის მიზნით მიიღო.
"რაც შეეხება ანაკლიას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამუდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომელთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ხელახლა ამ ქაოსში ჩაგვაგდეს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ, ერთი მხრივ ამბობენ, რომ "ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ", მეორე მხრივ კი პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს.
ის ფაქტი, რაც მათ ქართულ ეკონომიკას მიაყენეს 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული. დადგება დრო და ამაზე პასუხს აგებენ.
ზარალი, რაც მათ [პროკურატურის განცხადებით] საქართველოს ეკონომიკას მიაყენეს არის დანაშაული. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. ჩვენ შევცლთ ანაკლიის მმართველ საბჭოს და მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას ჩამოვშორდებით, რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია", - ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბიზნესმენებს 700,000 ლარის გირაო დააკისრა, ამასთანავე სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულებს საქართველოს დატოვება აუკრძალა. $17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წინასასამართლო მოსმენა 2019 წლის 12 სექტემბერს არის ჩანიშნული. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ტრანზაქციის შედეგად, ფინანსური ზიანი თავად "თიბისი ბანკს" მიადგა.