მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის კონსორციუმის" განმარტება ფასიანი ქაღალდების ემისიის მოთხოვნაზე

5cc9a24fcb7bf
სალომე მეცხვარიშვილი
01.05.19 17:50
2439
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ფასიანი ქაღალდების ემისიის თხოვნაზე განმარტებას აკეთებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს კონსორციუმმა აპრილში მიმართა. 

კონსორციუმში განმარტავენ, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიზანი ალტერნატიული თანხების მოძიება არ არის და მას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"ეს არ ემსახურება ალტერნატიული თანხების მოძიებას. ჩვენ მხოლოდ ერთგვარი მოკვლევის მიზნით მივმართეთ სებ-ს, რადგან ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და ინიციატივა ხალხისგან და არასამთავრობო სექტორისგან. საზოგადოების მოთხოვნა იყო გასაჯაროებულიყო პროექტი. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ხალხისაა, ის ყველასია და რომ მისი აქციების ნაწილის საჯაროდ განთავსება არ იქნება ურიგო. თუმცა, აქციების გამოშვება მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ მოიაზრება", - აცხადებენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები