მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის კონსორციუმში ვერ იხსენებენ, როდის განიხილა ქობულიამ მათთან პორტის ეკონომიკური ანალიზი

5d444bffb1f14
დავით ჯალაღონია
02.08.19 19:17
754
"ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი მას კონსორციუმმა ვერ წარუდგინა.

"მე არ მახსოვს ზოგადად აქტიური განხილვა ჩვენი გუნდისა და ბატონი გიორგის, ზოგადად ეკონომიკური დასაბუთების შესახებ.

ჩვენ როცა დავიწყეთ პორტის დაღრმავების პროცესი, ბატონი გიორგი იყო ერთადერთი მინისტრი, რომელიც ჩამოვიდა და ამ პროცესს დაესრო და მაშინ მივიღეთ სიგნალი, რომ კარგი თანამშრომლობა გამოვიდოდა, მაგრამ შემდეგ ალბათ, ინტერესი არ იყო სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ჩვენ ყოველთვის ჩართული ვართ ამ პროცესებში", - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები