ანაკლიის პორტამდე გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე ტენდერი სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ისევ გამოცხადდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მისი უწყება ამ ეტაპზე სწავლობს, რამ გამოიწვია ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის გამოცხადებული მორიგი ტენდერის უშედეგოდ დასრულება.
„ძალიან სამწუხაროა. არაერთი მცდელობა იყო. ახლა ვააანალიზებთ იმ გარემოებებს, რამაც გამოიწვია აღნიშნული ტენდერის განმეორებით, უარყოფითი შედეგებით დასრულდება. გადახედვის შედეგად, ამ ანალიზს გამოვიყენებთ, რათა ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ. ვფიქრობთ, ნოემბრის ბოლომდე ხელახლა უნდა გამოვაცხადოთ“, - განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯერ კიდევ გასული წლიდან ცდილობს ტენდერის საფუძველზე გამოავლინოს კომპანია, რომელიც საავტომობილო გზასა და რკინიგზას დააპროექტებს. არაერთხელ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, დამპროექტებელი კომპანია დღემდე არ არის შერჩეული. ამ მიზნით, 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 11 მილიონი ლარი კი, აუთვისებელია.
საფონდო ბირჟები