მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი - რა (ვერ) გავიგეთ მინისტრის მოხსენებიდან?

როგორც გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე კიდევ ერთ კონკურსს გამოაცხადებს. ამჯერად კონკურსის მიზანი სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევაა, რომელიც მილიარდიანი პროექტის საინჟინრო განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ სამშენებლო კომპანია წლის ბოლომდე შეირჩევა და სამუშაოებიც დაიწყება. რაც შეეხება პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი კომპანიის შერჩევას - ეს, სავარაუდოდ, მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. გასულ კვირაში ასევე გაირკვა, რომ პროექტის მიმართ დაინტერესება მხოლოდ 4-მა კომპანიამ გამოთქვა, მათგან 2 - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები მეორე ეტაპზე გადავიდნენ - რა გავიგეთ ახალი ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესზე? რატომ არ იყო პროექტის მიმართ ინვესტორთა მაღალი დაინტერესება და აფერხებს თუ არა პროცესს პროექტის წინა ინვესტორთან მიმდინარე საარბიტრაჟო დავა?

სტუმარი: ირაკლი ცანკაშვილი - Logistics Solutions-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;ნაკლების ჩვენება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები