მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი თუ არ აშენდა, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით - ვახტანგ ალანია

64844402e95d0
ნანუკა ნარიმანიძე
10.06.23 18:20
7688
ინვესტორებს ანაკლიის პორტზე წინადადებების წარდგენის ვადა 19 ივნისს ეწურებათ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან გაირკვა. თავიდან, ინვესტორებს ინტერესთა გამოხატვისთვის ვადა 19 მაისამდე ჰქონდათ, თუმცა როგორც დეპუტატისთვის გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, ეს ვადა 1 თვით - 19 ივნისამდე გახანგრძლივდა.

ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, Sofmar-ის დამფუძნებელმა ვახტანგ ალანიამ გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, თარიღის ნებისმიერი ვადით გადაწევა ინვესტორებში გაურკვევლობას იწვევს.

“ვადის გადადება კარგი არ არის, ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ბათუმის და ფოთის პორტი არის მონოპოლიზებული, ანაკლია ამ შემთხვევაში ჩვენთვის შველა იქნებოდა, ამიტომ რატომ გადაიდო პროექტი არ ვიცი, ეს ჩემთვის გაუგებარია. ანაკლიის პროექტი ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ნებისმიერი მოძრაობა საფრთხილოა, რადგან გაურკვევლობას იწვევს ინვესტორების მხრიდან”, - ამბობს ის.

ალანიას შეფასებით, შავ ზღვაში ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონში საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის. 

“ბათუმის და ფოთის ნავსადგურები მორალურად დაძველებულია, გვჭირდება ახალი ნავსადგური, ეს მხოლოდ ანაკლიის ნავსადგურია, თუ არ აშენდა უახლოეს მომავალში, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტიცაა. ამ ნავსადგურით ჩვენი გავლენა შუა აზიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებზე იზრდება, ამ ქვეყნებთან ძალიან კარგი კავშირები დამყარდება, ბუნებრივია, პოლიტიკური გავლენაც გაიზრდება”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები