მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი თუ აშენდება, მსხვილი ინვესტიციების პერიოდი დაგვიდგება - ლაშა ქავთარაძე

639dae203305d
მარიამ დემეტრაშვილი
17.12.22 16:30
919
ანაკლიის პორტი თუ აშენდება, მსხვილი ინვესტიციების პერიოდი დაგვიდგება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა, მეტი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად კი ამ მიმართულებით ინვესტიციებია საჭირო.

„დღეს რეგიონში რაც ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ტვირთები გადმოვა ჩვენს ქვეყანაზე. იმისათვის, რომ საქართველო მეტად გამტარუნარიანი იყოს, მეტი ინვესტიცია უნდა მიემართოს სწორედ ამ დარგში. ანაკლიის პორტი თუ აშენდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მსხვილი ინვესტიციების პერიოდი დაგვიდგება, რასაც აუცილებლად მოჰყვება წვრილი ინვესტიციები“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები