ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამის შესახებ საღირაშვილმა BM.GE-ს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას განუცხადა.
"ანაკლიის პორტი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვინაიდან თქვენ იცით, რომ დიდი გემები, ე.წ მაზერშიპები საქართველოში არ შემოდიან და ტრენდი მთელს მსოფლიოში არის კონტეინერიზაცია. რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, ისეთი ტვირთებიც კი გადადის კონტეინერზე და სწორედ ანაკლიის პორტი იძლევა საშუალებას, კონტეინერებით დიდი – პანამაქსის ტიპის გემები შემოვიყვანოთ. აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს რეგიონში კონტეინერიზაციის დონე საკმაოდ დაბალია და ეს უნდა გავზარდოთ", – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

























