ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ კვირას შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას უმასპინძლა. სატრანსპორტო და ლოგისტიკის 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში იხილავდნენ გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობასთან, ლოგისტიკასა და ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას თავისი გამოწვევებით და შესაძლებლობებით.