ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირების განსახლების ბიუჯეტი 96 000 000 ლარით განისაზღვრა.
შესასყიდი მიწის ნაკვეთების რაოდენობა 505-ია, რაც ჯამში 1043758 კვ.მეტრია.
მიწის ნაკვეთის განთავისუფლების ვადაა გამოსყიდვის საფასურის მიღების შემდეგ არაუგვიანეს 15 აპრილი. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე არაა თანახმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე, იმპლემენტატორ ორგანიზაციას უფლება აქვს მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცია განახორციელოს.
არსებულ ტერიტორიაზე შენობა - ნაგებობეისთვის ანაზღაურება ფულადი სახით მოხდება. ამასთან, უფლებამოსილ პირს საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალა, შესაბამისი ანაზღაურების მიღების შემდეგ, ასევე 15 აპრილამდე, ტერიტორიიდან მასალის გატანის პირობით. თუ პირი აღნიშნულ ვადაში არ გაიტანს ტერიტორიიდან მასალას, მასზე უფლება ჩამოერთმება. ამასთან, განსახლების პროცესში ხეებისთვის/ნარგავებისთვის ანაზღაურება საკომპენსაციო მატრიცით გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყველა პირი. ნარგავები ასევე ფულად ანაზღაურებას ექვემდებარება.

























