მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა"

5874d63f2922a
BM.GE
10.01.17 16:35
1708
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველივიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ პოტენციალზე და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთად, ახორციელებს. 

აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები