მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის განხორციელებაში $600 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება - პრემიერი

გუშინ დილიდან მთავრობის წევრები დასავლეთ საქართველოში გადანაწილდნენ. პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად პირველად ჩავიდა ანაკლიაში მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება “ანაკლიის კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” თავად, ახალ პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება - თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე. პრემიერის და სამთავრობო გუნდის სამეგრელოში ვიზიტი ასევე შემოიფარგლებოდა კიდევ ერთი დიდი პროექტის მონახულებით. სოფელ ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც მაკა ასათიანის კომპანია ახორციელებს. სამთავრობო დელეგაცია დღის ბოლოს, თბილისისკენ გზად, კი რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები