მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის მობილიზებულია ყველა აუცილებელი დაფინანსება"

5c124fc71a64f
სალომე მეცხვარიშვილი
13.12.18 17:02
1223
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის 400 მილიონი დოლარის სახსრები მობილიზებულია,- ამის შესახებ BM.GE-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველი ფაზის მშენებლობა სულ 550 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს.

„მობილიზებულია ყველა აუცილებელი დაფინანსება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს 400 მილიონი დოლარის სესხის დადასტურება. რაც შეეხება კაპიტალს, აქაც გვაქვს სასიამოვნო სიახლე. გვიერთდება 2 მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ჰოლანდიის განვითარების ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი. ასე რომ დაფინანსების თვალსაზრისით დიდი პროგრესი მოვახდინეთ 2018 წლის განმავლობაში. წლის ბოლომდე ცნობილი გახდება, ვინ არის გენერალური კონტრაქტორი, ანუ ვინ განახორციელებს მთლიანობაში ამ პროექტს და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი კომპანია და აირჩევა იმ კომპანიებიდან, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ ტენდერში“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები