მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პორტის პროცესი საჯარო სივრციდან უნდა დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს"

5c97589917e63
BM.GE
24.03.19 14:23
691
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა.

„კიდევ ერთხელ ვსარგებლობ ამ შემთხვევით, მათ შორის, ეს მოწოდება გავაკეთე პარლამენტის ტრიბუდინადანაც, რომ პროცესი სასურველია დაუბრუნდეს იმ სამუშაო რეჟიმს რა რეჟიმშიც ეს უნდა წარმოებდეს. ამასთან ერთად, უნდა გითხრათ ისიც, რომ მთლიანად ამ საკითხის და პროცესის საინტერესო მხარე ის არის, რომ საჯარო სივრცეში არსებული განხილვების პარალელურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში პროცესი გადაიტანა კონსორციუმმა -შეგახსენებთ, ბატონი მამუკა ხაზარაძე იდგა პირველი პარლამენტის ტრიბუნასთან.

ვიცე-პრემიერის თქმით, იგი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მოსასმენად ერთი კომიტეტისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო, ხოლო ბევრი დეპუტატის და კომიტეტის წარმომადგენლის ასეთივე სურვილი საჯაროდ გაცხადდა. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა პლენალურ სხდომაზე მისვლა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ არასწორია მცდელობა ერთმანეთს დაუკავშირონ ანაკლიის პროექტი პირადად მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს. მისივე თქმით, ამ თემების გაერთიანების მცდელობა და ინტერესი თავად მამუკა ხაზარაძის მხრიდანაც არსებობს, რაც დღეს „ფორბსის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუთიც დადასტურდა.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ცდილობს განაცალკეოს ანაკლიის პროექტი ამ თემისგან და გადაიყვანოს ის სამუშაო რეჟმში.

„ვხედავთ მცდელობას წარმოჩინდეს, რომ მამუკა ხაზარაძე ტოლია ანაკლიის პროექტის, რაც ასევე არ არის სწორი. ასეთი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მომდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა, ეს არის უამრავი საჯარო ღონისძიება, ეს არის უამრავი მედია კამპანია, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება და რომლის ინიციატორიც, სამწუხაროდ, კონსორციუმი იყო და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე პასუხად მთავრობის მხრიდან ობიექტური რეალობა და სიმართლე ისმის, სამწუხაროდ, შემდეგ ეს წარმოჩენილია პროექტის დისკრედიტირების მცდელობად. არ დაგიმალავთ და ბევრი ვიფიქრე მოვსულიყავი თუ არა თქვენთან ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება თქვენგან ბევრად ადრე მქონდა, ვიდრე პარლამენტში აღმოვჩნდებოდი. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ არ ვარ მომხრე და პარლამენტშიც ვთქვი კიდევაც, რომ ეს არ არის საუკეთესო ფორმატი, როდესაც ჩვენ საჯარო სივრცეში ველაპარაკებით ერთმანეთს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ეს ბატონმა მამუკამაც კარგად იცის და ეს პროცესი - ბანკებთან 8 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, როდესაც არც პროკურატურის კითხვა გაჟღერებულა, არც ბრიფინგი და არც პარლამენტში მოსმენა ყოფილა, არც ბატონი მამუკასი და არც ჩემი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ის გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, მათ შორის მისი და ჩემი გუნდები, ყველა დანარჩენი უწყების ჩართულობით, სხედან ერთად და ინტენსიურად მუშაობენ, მეილებსაც ცვლიან და სატელეფონო ზარებსაც. ამ პროცესში არც ბატონ მამუკას ჰქონია შეფერხება, არც შეხვედრის მოთხოვნა ყოფილა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის წერილი შეხვედრის თხოვნის შესახებ მას არ მიუღია და შესაბამისად, არც უარი უთქვამს შეხვედრაზე.

„კომუნიკაციის ნაკლებობა კონსორციუმთან სამუშაო დონეზე არ არის და თუ მამუკა ხაზარაძეს თავად აქვს კომუნიკაციის ნაკლებობა, ალბათ მას უნდა გადაედგა ამისათვის ნაბიჯი, რაც არ ყოფილა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები