მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის პროექტი ნებისმიერმა პრემიერმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

5b2298a6e66ec
ანუკა ჯოხაძე
14.06.18 21:00
886
"ნებისმიერი პრემიერ მინისტრი ვინც მოვა, იძულებული უნდა იყოს ანაკლიის პორტის პროექტი ბოლომდე მიიყვანოს”, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ანაკლიის პორტის პროექტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჭყონიას აზრით, ლაზიკას პროექტიც საინტერესო იყო შესაბამისად არანაკლებ მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტი. ჭყონიას თქმით, ამ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფომ გარკვეული დახმარება უნდა გასწიოს.

“ანაკლიის პორტის პროექტი ძალიან მნიშნელოვანია. ლაზიკას პროექტიც არ იყო ცუდი. არ ვიცი ეს პროექტები ერთმანეთთან თანხვედრაშია თუ არა. ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის პროექტი ძალიან საინტერესოა, თუ ინვესტიციებს მოიზიდავენ. ეს არ არის სახელმწიფო თემა, უფრო სწორად არის უბრალოდ ნაწილობრივ. სახელმწიფომ ამ კუთხით დახმარებები უნდა გაუწიოს პროექტს, მაგრამ მე არ ვიცი ჩვენს ეკონომიკას თუ შეუძლია პორტების აშენება. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი ვინც კი მოვა იძულებული უნდა იყოს ანაკლიის პორტის პროექტი ბოლომდე მიიყვანოს”-აცხადებს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები