მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პორტის პროექტს კომერციული რისკები ახლავს - სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ"

5cdc055cda8b9
თათია ჩაფიჩაძე
15.05.19 16:25
1329
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „ანაკლიის პორტის პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს“.

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში ამ თემაზე ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კითხვა იყო რამდენიმე მხრიდან დასმული, განხილვა იყო თუ არა გუნდში განსაკუთრებით პროკურატურის და ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული ღონისძიებების... მე ასეთ განხილვებს არ დავსწრებივარ, თუმცა ანკლიის პორტის პროექტის განხილვა გუნდში მრავალჯერ იყო. ის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მარამ ამ პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, აქვს სერიოზული კომერციული პრობლემები, რაც მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს. ჩვენ ამაზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი, აქ არის მძიმე კომერცული პრობლემები“, - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები