მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

ანაკლიის პორტი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუწველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.", - წერია მთავრობის განკარგულებაში.

ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა 12 დეკემბერს “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC-ი უპირატეს ინვესტორად 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადეს, მაშინ ითქვა, რომ ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში გაფორმდებოდა, თუმცა დღემდე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

“გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელმაც ტენდერში შემოიტანა განაცხადი. დღეს შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემო მიდის კონსორციუმთან დისკუსია და მსჯელობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. შეიძლება ასევე ვთქვათ, რომ ვართ პოზიციების შეჯერების პროცესში”, - ამბობს ქვრივიშვილი.

რა ვადაში უნდა დასრულდება მოლაპარაკებები "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თქვა, რომ “ აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება”, ასევე აქვთ “საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათავალისწინებული”. ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ 2029 წელს პორტის პირველი ფაზა დასრულდება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ტვირთების მიღებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები