მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტის საბოლოო დიზაინი ივნისის ბოლოსთვის იქნება მზად

594128b62cda0
სალომე მეცხვარიშვილი
17.06.17 11:00
1348
ანაკლიის პორტის საბოლოო დიზაინი ივნისის ბოლოსთვის იქნება მზად. ამის შესახებ "საქმის კურსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განუცხადეს.
კომპანიის ინფორმაციით, პორტის დიზაინზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

წინასამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები