მთავრობამ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა თავად უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები ტექნიკურ წინადადებასთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენა კი სწორედ ამ ორი შემოთავაზების ერთობლივად გათვალისწინებით მოხდება. ეს ხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ჯერ პროექტის ინვესტორი არ ჰყავს. რა მოცულობის თანხები აქვს უკვე გათვალისწინებული მთავრობას პროექტის პირველ ეტაპზე და როდის დაიწყება პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები