მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოებს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Van Oord შეასრულებს

57ed17c1530e6
BM.GE
29.09.16 17:30
1734
ანაკლიის პორტში წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, სამუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ასრულებს, რომელმაც სხვადასხვა დროს დუბაის „პალმების კუნძულის“ და სუეცის არხის გაფართოების გრანდიოზული პროექტები განახორციელა.

ანაკლიაში უკვე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკა და საკვლევი ლაბორატორია.

"გვემაყება, რომ ჩართულები ვართ ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოებში და მოუთმენლად ველით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" პარტნიორობას, რათა ამ პროექტს ერთად მოვუტანოთ წარმატება“, - განაცხადა კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა, რომელიც 3 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და „Van Oord“-ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

წინასამშენებლო სამუშაოების შემდეგ, 2017 წლის გაზაფხულზე ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება იგეგმება. პორტის ამოქმედება კი 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
Van Oord-ი ჰოლადიური კომპანიაა, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, მილსადენები და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები