სპეციალისტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს.
„ანაკლიის პორტი არის წინგადადგემული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არამხოლოდ - ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური პროექტია; როცა ვლაპარაკობთ საქართველოს ისტორიული როლის აღდგენაზე, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მიმოსვლაზე, ანაკლიის პორტი აძლევს საქართველოს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას.
ღრმაწყლოვან პორტს მეტი შესაძლებლობა აქვს; შეუძლია დიდი მოცულობის ტვირთები მიიღოს. ამავდროულად, საუბარია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე. მამუკა ხაზარაძეც ამბობდა, რომ ანაკლიის პორტს უნდა ჰქონდეს საკუთარი კანონმდებლობა, ეს გაზრდის როგორც - პორტის, ასევე მის გარშემო აგებული ბიზნესების სანდოობას", - აცხადებს აძინბაია.
მისივე თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სრულად არაა ათვისებული და ანაკლიის პორტის არსებობა ამ შესაძლებლობას დამატებით სარგებელს აძლევს.
„სხვა ფაქტორებს უნდა დავამატოთ DCFTA, ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც არაა შესაბამისად ათვისებული. ამ პორტის ტერიტორიაზე დამზადებული ან გადამუშავებული პროდუქტი გავა დანარჩენ მსოფლიოში, მინიმუმ ევროკავშირის ბაზარზე „დამზადებულია საქართველოში“-ს ქოლგის ქვეშ", - აცხადებს აძინბაია.

























