მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს - როგორია შეფასებები?

ჩინელი ინვესტორები ანაკლიის პორტში - ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი, სავარაუდოდ, ჩინური ჰოლდინგი ხდება. სახელმწიფო კონგლომერატ Сhina Communication Construction-ის და China Harbor Investment-ის მონაწილეობის შექმნილი კონსორციუმი ერთადერთი იყო, რომელმაც ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო წინადადება წარადგინა და როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, დიდი შანსია, რომ გამარჯვებულადაც გამოცხადდება.

აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის სავარაუდო ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გამოეთიშა პროცესს მეორე მონაწილე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია. მისი თქმით, მათთვის სახელმწიფოს 51%-იანი ჩართულობაც არასაკმარისი იყო. როგორ აფასებენ შავ ზღვაზე ჩინური კომპანიის გამოჩენას კანონმდებლები და ექსპერტები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები