მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს - ვინ იქნება სახელმწიფოს პარტნიორი?

ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს. ბოლო წლებში არაერთხელ დასმულ კითხვას პასუხი ლევან დავითაშვილმა 99% იანი სიზუსტით გასცა - ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი სავარაუდოდ ჩინური ჰოლდინგი ხდება. სახელმწიფო კონგლომერატ Сhina Communication Construction-ის და China Harbor Investment-ის მონაწილეობის შექმნილი კონსორციუმი ერთადერთი იყო, რომელმაც ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო წინადადება წარადგინა და როგორც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, დიდი შანსია, რომ გამარჯვებულადაც გამოცხადდება. დღეს ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გამოეთიშა პროცესს მეორე მონაწილე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია, თუმცა მედიასთან თავად მას არ უთქვამს, რომ ანაკლიის პორტის სავარაუდო ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ვინ აშენებს ანაკლიას და რა როლის აქვს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ღრმაწყლოვან პორტში ჩინურ ტვირთებსა და ინტერესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები