მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA Marine, არამედ მისი პარალელური კომპანია - SSA International"

5c857880c181f
სალომე მეცხვარიშვილი
11.03.19 09:26
1717
ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA Marine, არამედ SSA International, რომელიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “იმედი Live”-ში განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ყველამ ნახა, როგორ მოეწერა ხელი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და კომპანია SSA MARINE-ს შორის ხელშეკრულებას ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.

“სამწუხაროდ, დღეს კონსორციუმს შემოთავაზებულილ აქვს ჩვენთვის არა SSA Marine-ის, არამედ მისი პარალელური კომპანიის, ერთ ჯგუფში შემავალი, პარალელური ორგანიზაციის SSA International-ის შემოსვლა და არა SSA Marine-ის”,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, SSA Marine ნამდვილად არის მსოფლიოში 250-მდე პორტის ოპერატორი, რასაც ვერ იტყვის SSA International-ზე. მინისტრის განცხადებით, ეს კომპანიაც მართავს პორტებს, თუმცა, არა იმ მასშტაბითა და რაოდენობით, როგორც SSA Marine.

“მთავარი პრობლემა სხვა რამეშია, სამწუხაროდ, SSA International ამ პროექტში იქნება წარმოდგენილი მხოლოდ 5 ამერიკელი თანამშრომლით.

გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ პორტის ოპერატორზე, მოიაზრებოდა როგორც სახელმწიფოს, ასევე კონსორციუმის მხრიდან, როდესაც ის კონკურსში შემოდიოდა, ჰქონდა შემოთავაზებული 12 თუ 17 დიდი პორტის ოპერატორი კომპანიები. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მოდელი, როცა კომერციულ რისკებს საკუთარ თავზე იღებს კონსორციუმი, ასევე, კონსორციუმისა და SSA International-ის მიერ დაფუძნებული კიდევ სხვა ქართული კომპანია, რომელშიც იმუშავებს 5 ამერიკელი მენეჯერი და ამ კომპანიამ უნდა წარმართოს პორტის კომერციული მართვა.

სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც, სულისკვეთებასაც”,- აცხადებს ცქიტიშვილი.

ამავე გადაცემაში მინისტრს უპასუხა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელძღვანელმა ლევან ახვლედიანმა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს იმ მართვის სტრუქტურაზე, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს წარმოდგენილი. ახვლედიანის თქმითვე, SSA Marine-ის სტრატეგიაა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც შედის აფუძნებს ადგილობრივ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც მართავს პორტებს.

“ტვირთბრუნვაზე ჩვენი სტრატეგიული ინვესტორი SSA Marine-ია, მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ ინდუსტრიაში და ტვირთბრუნვის მოზიდვის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნება ანაკლიის პორტს.

ის სტრუქტურა, რაც გვაქვს ოპერატორთან მიმართებაში SSA Marine-თან მიმართებაში, არ გამოუთქვამთ არანაირი წინააღმდეგობა დღემდე, მათთვის ეს სტრუქტურა მისაღები იყო. იურიდიულად თუ ვისაუბრებთ, SSA Marine ყველა ქვეყანაში აფუძნებს კომპანიას, რომლის მეშვეობითაც მართავს პორტებს”,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები