მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე შესყიდვის გამოცხადება კვლავ გადაიდო

5c553def8ab1d
თამუნა დემეტრაშვილი
02.02.19 10:50
1019

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოში 29 იანვარს გაკეთებული წარდგინება, რომლითაც უწყება აღნიშნულ შესყიდვაზე გამარტივებული წესის გამოყენების უფლებას ითხოვდა, უკან გაიწვია.

როგორც bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, განაცხადის გატანა ტექნიკურ საკითხს უკავშირდება.

„განაცხადში დამატებითი საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ჩაიდოს”, - აცხადებენ დეპარტამენტში. ჯერ–ჯერობით უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის მიმართავენ ხელახლა შესყიდვების სააგენტოს, თუმცა ამბობენ, რომ ეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, სარკინიგზო ხაზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს. საავტომობილო დეპარტამენტმა საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე გასულ წელს რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტრატეგია შეცვალეს. ამჯერად პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის პროექტს პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები