მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტთან მისასვლელ გზასა და რკინიგზაზე მთავრობა 271 მილიონის დახარჯვას აპირებს

5be2f51794255
თამუნა დემეტრაშვილი
07.11.18 18:39
1133
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობა 271 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია კაპიტალური პროექტების დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი. გეგმის მიხედვით, ამ მიზნით 2019 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 2020-ში 75 მილიონის დახარჯვა იგეგმება, 2021-ში ასევე 75 მილიონის, 2022 წელს კი 90 მილიონი ლარის.

"აღნიშნული საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის დაჩქარებულ მშენებლობას, ხოლო შემდგომში გამოყენებული იქნება ტვირთბრუნვისათვის", - ნათქვამია დოკუმენტში. სულ პროექტის ფარგლებში 18 კილომეტრის სიგრძის გზა და სარკინიგზო მონაკვეთი უნდა აშენდეს.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯერ კიდევ გასული წლიდან ცდილობს ტენდერის საფუძველზე გამოავლინოს კომპანია, რომელიც საავტომობილო გზასა და რკინიგზას დააპროექტებს. არაერთხელ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, დამპროექტებელი კომპანია დღემდე არ არის შერჩეული. ამ მიზნით, 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 11 მილიონი ლარი კი, აუთვისებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები