მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტთან მისასვლელ ინფრასტრუქტურაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება

5afae5428ae83
ელენე გოგბერაშვილი
15.05.18 18:10
957

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. ამის შესახებ BM.GE-თან გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს. საუბარია 11 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომელიც თებერვალში ერთხელ უკვე გამოცხადდა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, კომპანია ,,ჯი-თი’’-მ გზების დეპარტამენტი დისკრიმინაციაში და არაკონკურენტული გარემოს შექმნაში დაადანაშაულა. კომპანიის პრეტენზიები პრეტენდენტების გამოცდილების კუთხით არსებულ მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება და ახალი სატენდერო მოთხოვნები პრეტენზიების საბაბი აღარ გახდება.

"ამ შემთხვევაში საუბარი იყო გამოცდილების არეალზე . ჩვენ მაღალი ინტრესიდან გამომდინარე და დაზუსტებების გათვალისწინებით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ხელახლა გამოცხადდება ტენდერი და ვფიქრობ, აღმოფხვრილი იქნება ყველა საპრეტენზიო საბაბი. შედეგად მივიღებთ გამარჯვებულ, ღირსეულ კომანიას, რომელიც დააპროექტებაზე იმუშავებს. საორიენტაციო ბიუჯეტი არის 11 მილიონი ლარი. არ გამოვრიცხავთ, გამომდინარე იქიდან, რომ პრიორიტეულად არის ჩვენთვის ამ გზის პროექტირება და შემდგომში მშენებლობა, რომ ვადები შემცირდეს კიდეც", - განმარტა ირაკლი ქარსელაძემ.

სახელმწიფო მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების ვადებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,ანაკლია სითის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმაც.

,,ჩვენ და სახელმწიფოს გვაქვს ერთი და იგივე ვადები. თუ პორტი აშენდა - გზა და რკინიგზა კი არ იქნება, შესაბამისად პორტი  ვერ დაუკავშირდება ეროვნულ ინფრასტუქრურას და ამის გარეშე წარმოუდგენელია. მჭიდროთ ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, რათა ამ დათქმულ ვადებში როგორც ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობა შევასრულოთ, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ამ ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელება’’-განუცხადა BM.GE-ს ქეთი ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები