ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები, შესაძლოა, იტალიურმა კომპანიამ შეასრულოს. დღეს ამოიწურა წინადადებების წარდგენის ვადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელმაც მესამე მცდელობაზე უნდა გამოავლინოს, ვინ დააპროექტებს პორტთან მისასვლელ საავტომობილო და სარკინოგზო ხაზს.
ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი - 8,8 მილიონი ლარი შემსყიდველს, იტალიურმა სახელმწიფო კომპანია ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A.-მ შესთავაზა.
თუკი დოკუმენტაციის ნაწილში კომპანიას ყველაფერი წესრიგში ექნება, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A. იტალიური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 1946 წელსაა დაფუძნებული და ის იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს კონტროლის ქვეშაა.

























