მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა განხილვის პროცესშია

5c0673c75243d
თელარა გელანტია
04.12.18 16:32
1092
„ანაკლია სითიმ “ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევის ის შედეგები განიხილა, რომელიც ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია „BuroHappold Engineering“-მა წარადგინა.

ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმაა bm.ge-ის აცნობა.

მისი ინფორმაციით, წამყვან ბრიტანულ კომპანია „BuroHappold Engineering“-თან „ანაკლია სითიმ“ ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გააფორმა.

კომპანიას ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ზონის ანალიზი, პროექტის განხორციელების კვლევა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენა დაევალა.

„BuroHappold Engineering“ კვლევის პროცესში შეხვდა სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70-მდე ლოგისტიკის, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს.

ცნობისთვის: „BuroHappold Engineering“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს.

კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„BuroHappold Engineering“ სხვადასხვა დროს წარმატებით მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები