მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის თიზ-ით ტექსტილისა და საკვები პროდუქტების კომპანიები არიან დაინტერესებული"

595a15df6199e
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.17 19:32
1596
ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით ტექსტილის, საკვები პროდუქტების დაფასოება-გატანისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი რეგიონული კომპანიები ინტერესდებიან,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ სურს, რომ ადგილზე მძიმე მრეწველობის მიმართულება განვითარდეს. პორტის მფლობელეი მსუბუქი მრეწველობის განვითარებას შეუწყობენ ხელს.

კითხვაზე, რამდენად იმუშავებს პორტთან ერთად თიზ-ი, რადგანაც ფოთის პორტისა და თიზ-ის შემთხვევაში პრაქტიკა არც ისე წარმატებულია, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ მათს წარმატებას თანამედროვე პორტი და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა განაპირობებს.

"ჩვენ ვაშენებთ ყველაზე თანამედროვე პორტს. ეს ქმნის იმ ეკონომიკურ ღირებულებას, რომელიც, წესით, საწინადარი უნდა იყოს თიზ-ის წარმატების. ამასთან, სულ ახლახან მოაწერა საქართველომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომლის ათვისებაც ახლა იწყება. გვაქვს ინტერესი არაერთი კომპანიისგან, რომლებიც დაინტერესბეული არიან, ნახონ რა უპირატესობას მიიღებენ, თუ დააფუძნებენ საწარმოებს საქართველოში და ანაკლიის თიზ-ში. ეს ორი ფაქტორი იქნება ჩვენთვის წარმატების საწინდარი.

ჩვენ "ანაკლია სითის" ფარგლებში ვაპირებთ, ავაშენოთ მაღალტექნოლოგიური ქალაქი. ეს მოიცავს თიზ-საც და გვაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს სამაგალითო ჰაბი მრეწველობის მიმართულებითაც",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები