მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკა - 26.06.2020_13:40 - გადაცემა სრულად / ელექტრონული კომერცია - მარეგულირებელი კანონმდებლობა - მარიამ ქუჩულორია და ლევან ნანობაშვილი ანალიტიკაში

BM.GE
26.06.20 14:17
1362

“პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა ქვეყანაში ციფრული გარემოს, ელექტრონული კომერციის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და შესაბამისი აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, ქმნის უნდობლობის და საფრთხის განცდას საზოგადოებაში” - ეს არის ამონარიდი ევროპული ბიზნესასოციაციის საჯარო განცხადებიდან, რომელიც ელექტრონულ კომერციას ეხება საქართველოში და ამ სექტორის გავლენას ბიზნესკლიმატზე.

 სხვადასხვა ინდექსებს თუ შევხედავთ, ამ კუთხით გაუმჯობესების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მაგალითად: 2019 წლის ქსელური მზაობის ინდექსის მიხედვით, საქართველო ინტერნეტ ვაჭრობის განვითარების მხრივ 89-ე ადგილს იკავებს და ჩამორჩება როგორც ევროკავშირის წევრ, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სხვა ქვეყნებსაც. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მონაცემებით, საქართველოს ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მხოლოდ 3 მიმართულება აქვს მიღებული და ამ მხრივ ჩამორჩება მაგალითად, იგივე - უკრაინას.

ისიც ფაქტია და ამას რიცხვები აჩვენებს, რომ COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში ელექტრონული კომერციით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება - გაზრდის ნაცვლად - შემცირდა.

მაისის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ელექტრონულ კომერციაზე სულ დაახლოებით 260 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 მილიონი ლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია. 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა 101 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით შემცირდა და მან მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებული გადახდების მოცულობამ პიკურ მაჩვენებელს 2019 წლის დეკემბერში მიაღწია და ის 930 მილიონ ლარს შეადგენდა. 2020 წლის მაისში კი მისი მოცულობა 781 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდას აჩვენებს - 23.6%. რას ითხოვს ევროპული ბიზნესასოციაცია და რას გულისხმობს ამ სფეროს ‘მოწესრიგება’ - ეს სიტყვა, როგორც წესი, უფრო მეტ რეგულირებასთან ასოცირდება ხოლმე და ყოველთვის საკამათო ხდება, როცა განვითარებად დარგებზე ვსაუბრობთ. რა ინიციატივები და რეკომენდაციები აქვს ევროპულ ბიზნესასოციაციას?

სტუმრები:მარიამ ქუჩულორია ევროპული ბიზნესასოციაცია ; გენერალური დირექტორის მოადგილე

ლევან ნანობაშვილი - ინტერნეტის და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების სპეციალისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები