მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში - რა უნდა იცოდე?

ბანკი

დროის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების დაზოგვა ყველა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია. თანამედროვე ციფრულ სამყაროში კი ამის მიღწევა მონაცემების დახმარებითაა შესაძლებელი. დღეს მცირე თუ დიდი ბიზნესები აკვირდებიან მომხმარებელთა ქცევას, ინტერესებსა და ჩვევებს, შედეგად კი ამ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ეს შესაძლებლობა საქართველოს ბანკმა ბიზნესებს 2023 წელს მისცა, როცა ბიზნეს მენეჯერი - ბიზნესის მართვის ერთიანი პლატფორმა შექმნა. ბიზნეს მენეჯერით შესაძლებელია გადახდების მართვა, შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის ციფრული არხების 1 400 000 მომხმარებლისთვის და API მენეჯერით სარგებლობა. ერთი ერთი მთავარი უპირატესობა კი, რაც ამ პლატფორმას აქვს, გადახდებისა და მომხმარებლების ანალიტიკაა.

რა ინფორმაციას აერთიანებს გადახდების ანალიტიკა?

ბიზნეს მენეჯერში გრაფიკების სახით ხელმისაწვდომია კომპანიაში მიღებული გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია. მიმდინარე თვის სტატისტიკა მოიცავს:

  • შესრულებულ გადახდებს;
  • გადახდებით მიღებულ ჯამურ თანხას;
  • გადახდების საშუალო მაჩვენებელს;

მათი დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია სხვადასხვა ფილტრის გამოყენება და მონაცემების შერჩევა ამა თუ იმ კრიტერიუმით, მაგალითად გადახდის არხით, ასაკით, სექსით, პერიოდითა და სხვა. შედეგად კი გენერირდება გრაფიკები, რომლების დახმარებით ბიზნესს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას შეუძლიათ. მაგალითად:

გადახდების გრაფიკი ინფორმაციას აძლევს ბიზნესს იმაზე, თუ რა პერიოდში გაიზარდა ან შემცირდა მიღებული გადახდები, შესაბამისად, მას შეუძლია დაგეგმოს მარკეტინგული კამპანიები უკეთესი შედეგების მისაღწევად;

გადახდების არხებზე დაკვირვებით, ბიზნესი იგებს, თუ რა მეთოდს იყენებენ უფრო ხშირად მომხმარებლები - ტერმინალს თუ ონლაინ გადახდებს;

ბარათების გრაფიკზე ბიზნესი ხედავს მიღებული გადახდების განაწილებას ბარათის ტიპების მიხედვით. შესაბამისად, Ads მენეჯერის საშუალებით, შეთავაზებას გეგმავს იმ ტიპის ბარათისთვის, რომლითაც შედარებით ნაკლებად სარგებლობს მომხმარებელი.

რა ინფორმაციას აერთიანებს მომხმარებლების ანალიტიკა?

მომხმარებლის ანალიტიკა აქტიურ, ახალ და პასიურ მომხმარებლებზე და მათ ქცევაზე ინფორმაციას იძლევა. ეს საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლის შესასწავლის, მათი საჭიროებების გამორკვევისა და შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებისთვის.

ამ მოდულში შესაძლებელია ნახოთ, როგორ იკლებს ან იმატებს მომხმარებლების რაოდენობა გარკვეულ პერიოდში, შეადაროთ, როგორ იცვლება უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა თვეების მიხედვით, გაეცნოთ მათ განაწილებას დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით და რაც მთავარია, გაიგოთ, რა აინტერესებთ მათ (მათი გადახდების მიხედვით, ნახავთ, თუ რა კატეგორიის სერვისებსა თუ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას).

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, ბიზნეს მენეჯერშივე, Ads მენეჯერის მოდულში, სასურველ სეგმენტზე სასურველი ტიპის შეთავაზების (ფასდაკლების, ქეშბექის და ა.შ.) გაშვება შეიძლება, კამპანიის დასრულების შემდეგ კი კვლავ ანალიტიკის მოდულში ნახავთ, რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ აქტივობამ.

აღმოაჩინეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები ამ ბმულიდან. ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში − როგორც ფიზიკური პირის მობილბანკში, ასევე ბიზნეს მობილბანკში და ა.შ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები