მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ანალიტიკასექსკლუზივი - „აკურა“ ღვინის ქარხანა თავის ძველ მფლობელს უბრუნდება

BM.GE
25.09.20 15:17
1380
შპს აკურა თავის ძველ მფლობელს უბრუნდება - ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუდასტურა ანალიტიკას. სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა მართვაში სულ ცოტა ხნის წინ 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნებული მოსავლის მართვის კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სახელმწიფოა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში bmg-ის განუცხადეს, კომპანიას მესაკუთრე იმ აქტივებით დაიბრუნებს, რომელიც ჩამორთმევამდე ჰქონდა, ხოლო მოსავლის მართვის კომპანიას შპს აკურას ბოლო წლებში გაზრდილი აქტივები გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, „მოსავლის მართვის კომპანია“ „აკურას“ მსგავსად ჩაერთვება რთველის დროს მოსავლის დაბინავების პროცესში.

“შპს „აკურა“, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია, წლების წინ, უკანონოდ ჩამოერთვა კერძო მესაკუთრეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესი, რითაც აღდგება სამართლიანობა” - ასე უპასუხეს bmg-ის სამინისტროში.
 
 
 
 
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები